სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ოპტიკური მოვლენები ატმოსფეროში.
2. პროექტის  მთავარი იდეა: ოპტიკური მოვლენების შესწავლა.   
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები განიხილავენ სინათლის მოვლენებს, მის რთულ ბუნებას, შეისწავლიან მირაჟის, ცისარტყელას წარმოქმნის მოვლენებს. გაეცნობიან  თუ რატომ აღიქვამენ ადამიანები სამყაროს მრავალფერად.
4. პროექტის მიზნები: ოპტიკური მოვლენების შესწავლა, კვლევის, დაკვირვების, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი (მე–9  კლასი)
6. ვადები/ხანგძლივობა: ორი კვირა;
7. მოსალდნელი შედეგები/პროდუქტი: მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით გაეცნობიან, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სამყაროს.  ფოტო გამოფენის
მოწყობა.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია, ისტ-ი, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა, (ძირითადი აქტივობები):
ა) მასალის მოძიება;
ბ) მოპოვებული ინფორმაციის  შეჯამება, სურათების მოპოვება და პრეზენტაციის გაკეთება;
გ) მოძიებული მასალების პრეზენტაცია;
დ) დისკუსია მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებთ და აზრთა ურთიერთგაზიარება.

კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად, პირველი ჯგუფი გამოიკვლევს მირაჟის წარმოქმნის  მიზეზებს, მოიპოვებს ინფორმაციას და სურათებს.
მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ცისარტყელას წარმოქმნის მიზეზების შესახებ  და მოიპოვებს სურათებს.
რატომ ჩნდება მირაჟი  ატმოსფეროში?
რატომ ჩნდება ცისარტყელა ცაზე? რატომ არის ცა ცისფერი?
ყველაეს მოვლენა სინათლის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. გამოკვლიეთ  მათი გამომწვევი  მიზეზები და  წარმოადგინეთ.
ყველა სამ დღეში მაქვს შეხვედრა თითოეულ ჯგუფთან, ვაჯამებთ მოპოვებულ მასალებს. ვაძლევ  ინსტრუქციას ახალი დავალების შესასრულებლად.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა, ხელოვნება, ქართული.  
ფიზიკის სტანდარტთან კავშირი: მოსწავლე იკვლევს სინათლის გავრცელებას. აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნას, არეკვლას, შთანთქმას, გარდატეხას, ფერებად დაშლას (დისპერსიას);
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანეტი ჩხაიძე
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: anetichkhaidze@gmail.com


No comments:

Post a Comment